ალგეთის ეროვნული პარკის ველო ტური 2020 / Bike tour in Algeti National Park 2020

როგორც მოგეხსენებათ 21 ივნის ჩატარდა ველო ტური ალგეთის ეროვნულ პარკში, დილით ადრე სანამ დაცხებოდა 6:30 წუთზე შევიკრიბეთ მონაწილეები ჩვენთან შენობასთან ლისის ტბაზე და ჩავტვირთეთ ჩვენი ველოსიპედები მანქანებში და გავემართეთ ალგეთის ულამაზეს პარკში.
 

 
გზად ავიღეთ წასახემსებელი, ავედით თრიალეთის ქედზე და ჩამოვალაგეთ მანქანიდან ველოსიპედები და გავემართეთ ველოსიპედებით სამოგზაუროდ პირდაპირ ბუნების წიაღში.
 

 
ამინდი იყო სასწაულად ლამაზი, მოკრიალებულ ცაზე წამოვიდა ნისლი, შემდგომ გაიფანტა და გამოჩნდა ულამაზესი ხედები.
 

 
ტური ჩატარდა გეგმის დროის მიხედვთ და უკვე ნასიამოვნები 7 საათისთვის დავბრუნდით ყველანი თბილისში.
 

 
გავატარეთ დაუვიწყარი დრო და მივიღეთ ენით აუღწერელი სიამოვნება.
 

 
ჩვენი მოგზაურობის შესახებ დაწვრილებით ნახეთ ეს ვიდეო რომელიც ცოტაოდენი მაინც გადმოგცემთ იმ განცდილ სიამოვნებას და სანახაობებს სადაც ჩვენ ვიმოგზაურეთ.
 

 
შემდეგი ტური იგეგმება მალე და თვალი ადევნეთ ჩვენ გვერდს ინფორმაცია მალე დაიდება.

    2