top of page
Featured Posts

ველო ტური სვანეთში / Mountain bike tour in Svaneti

ამ ბლოგში მინდა მოგითხროთ სვანეთის ველო ტურის შესახებ, რაიმე რომ არ გამომრჩეს მოდით დღეებს მივყვეთ თანმიმდებრობით.





დღე პირველი - ივლისის დასაწყისია და როგორც ყველას მოგეხსენებათ ამ დროს კავკასიონზე უკვე საუკეტესო ამინდებია თბილა და თოვლიც ყველა ბილიკებზე გამდნარია და უკვე საუკეთესო მომენტია სვანეთში სამოგზაუროდ. ჩვენც არ დავაგვიანეთ და დილით ადრე 6 საათზე დავიძარით პიკაპით თბილისიდან სვანეთის მიმართულებით.


გზად გავჩერდით რამოდენიმეჯერ და მივირთვით ცხელი ყავა და შოკოლადი, ავირეთ ცოტაოდენი შოკოლადები და გავაგრძელეთ გზა. გზად მიმავლებმა პირველი რაც გავაკეთეთ შევიარეთ ენგურ ჰესის გუმბათოვან ნაგებობაში, მაგრამ სამწუხაროა რომ ნისლი დაგვხვდა და ვერ მოვახერხეთ სილამაზეების დანახვა.


ბევრი აღარ გვივლია და მალევე ტური დავიწყეთ ენგურ ჰესიდან და გავუყევით სვანეთის ულამაზეს მთის კალთებს სადაც დავტკბით ველური ბუნების სიწიაღით და ველოთი მიღებული დადებითი ემოციებით. 30 კილომეტრი სიარულის შემდეგ გზა გავაგრძელეთ მანქანით მესტიისაკენ, რამოდენიმეჯერ გავჩერდით გზადაგზა და გადავიღეთ ლამაზი პეიზაჟები და ვაკვირდებოდით ენგურის ხმას როელსაც თქეშით მოჰქონდა ლოდები.


მგზავრობით და ემოციებით დაქანცულებმა გვიან საღამოს მივაღწიეთ მესტიას, დავბინავდით სასტუმროში და გავედით ფეხით გასასეირნებლად, მაგრამ რაღაც სიუცხოვეს ვგრძნობდი გარშემო, ქალაქში კაციშვილი არ მოძრაობდა და ქალაქი მიაგავდა მიძინებუს იფიქრებდი ხალხი სადღაცას გამქრალა და მე ირაკლი და დათოს მეტი აქ არავინ არისო. ამას იმის გამო ვყვები რომ წინა წლებში როდესაც ცამოვდიოდი ტურისტებით იყო აქაურობა სავსე და სანთლით საძებარი იყო სასტუმროში დასაძინებელი ადგილი გეპოვნა ანდა რესტორანში ერთი პატარა მაგიდა ცარიელი.


ძაან საუცხოო გარემოში მომიწია გავლა მესტიის და მივადექით რესტორნებს რომლებიც დაკეტილები დაგვხვდნენ, გადავუხვიეთ ყველაზე პოპულარულ რესტორნისაკენ რომელშიც თავისუფალი მაგიდის მიგნებაც წინა წლებში წარმოუდგენლად რთული იყო და იმის იმედით რომ იგი გახსნილი დაგვხვდებოდა ისიც დაკეტილი აღმოჩნდა, მაგრამ ჩვედა სასიხარულოდ ვირაცამ გაგვიღო კარი და გვითხრა მობრძანდითო. გაიხსნა რესტორანი მაგრამ მხოლოდ ჩვენ ვართ მარტონი და მეტი ჩვენს გარდა არავინ. ამას იმიტომ ვყვები რომ ამხელა ტურისტული მხრისათვის ეს ძალიან უჩვეულო მომენტი იყო ჩემ ცხოვრებაში.



მივირთვით კუბდარი, ჭვიშტარი, ქართული კერძები და დავბრუნდით სასტუმროში დასასვენებლად, სუფრასთან უკვე დავგეგმეთ ხვალინდელი ველო მარშრუტის ამბები და ერთი სული გვქონდა ხვალინდელი დილა როდის გათენდებოდა.










Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page