Featured Posts

ველო ტური არხოტის უღელტეხილზე / Mountain bike tour in Arkhoti pass

12 ივლისს ვგეგმავთ ერთდღიან ველო ტურს ფშავ-ხევსურეთში, მოვინახულებთ სოფელ როშკას და არხოტის უღელტეხილს რომელიც მდებარეობს 2960 მეტრზე ზღვის დონიდნ და რომელიც მიემართება მდინარე ასას ხებოაში, უღელტეხილი ყოფს პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს ერთმანეთისგან.



პირიქითა ხევსურეთს ჩრდილოეთით ინგუშეთი ესაზღვრება. უღელტეხილზე გზა რომელიც 2018 წელს დასრულდა დააკავშირა მოწყვეტილი სოფლები პირაქეთა ხევსურეთს.


2017 წელს მე და ჩემი მეგობარები ერთად უკვე ვიყავით ამ უღელტეხილზე ველოსიპედებით ასული და მივიღით დიდი სიამოვნება დაშვების დროს. არხოტის უღელტეხილიდან პირდაპირ ვუყურებთ ჭაუხებს და აბუდელაურის ტბებს რომელიც პირდაპირ ჩვენ წინ იშლება. ხედები არის ულამაზესი.




გეგმა ასეთია, დილით ვიკრიბებით ლისზე ჯეორიდერსის შენობაშთან დილის

06:30 წუთზე, ვტვირთავთ ველოსიპედებს მანქანებში და გავდივართ ლისის ტბიდან 07:30 საათზე. მივემართებით ფშავ - ხევსურეთისკენ, გავივლით ბარისახოს და ავალთ სოფელ როშკამდე, იქიდან გავაგრძელებთ გზას მანქანით არხოტის უღელტეხილისაკენ და ავალთ ბოლომდე 2960 მეტრ სიმაღლეზე თუ ამინდი იქნა მოწმენდილი წინააღმდეგ შემთხვევაში ტურს დავიწყებთ სოფელ როშკადან.



გადმოვტვირთავთ ველოსიპედებს მანქანიდან და ტურს ვიწყებთ დაშვებით სოფელ ჩინთამდე რომელიც მდებარეობს ჟინვალის წყალსაცავთან.


გასავლელი მანძილი ველოსიპედებით არის დაახლოებით 65 კმ და 80% არის დაღმართი. ტურის სირთულე არის საშუალო და ადვილი.





იმ ადამიანებს ვისაც არ აქვს კარგი გამოცდილება უგზოობაზე ჯიპის გრუნტიან გზაზე სიარულის, მათ შეეძლებათ ველოსიპედით მოძრაობა დაიწყონ სოფელი კორშადან სადაც არის სწორი რელიეფი შეძლებენ ადვილად სიარულს გრუნტიან ზედაპირზე დაახოებით 20კმ და ჩარგლის გადასახვევიდან იწყება მოსაფალტებული გზა რომლის მანძილიც 30კილომეტრია სოფელ ჩინთამდე. მანამდე არხოტის უღელტეხილზე და სოფელ როშკას მონახულების დროს ისინი გამოყვებიან ჯგუფს მანქანით. თან უნდა იქონიოთ გამართული ველოსიპედი, ჩაქხუტი, თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, საკვები. წამომსვლელებმა წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ადგილზე მოსვლით ჩვენთან ლისზე.



წამომსვლელებმა რეგისტრაციის დროს წინასწარ უნდა გადაიხადონ ველო ტურის საფასური. ტურის ღირებულებაა 70 ლარი, ჯეორაიდერსის კლუბის წევრებისათვის 60 ლარი. კლუბის წევრებად ითვლებიან ის ხალხი რომლებიც მანამდე უკვე ერთხელ მაინც იყვნენ ჩვენ ველო ტურში.

თუ ველოსიპედები არ გყავთ შეგიძლიათ იქირაოთ ჩვენთან რომლის საფასურიც 35-40-50 ლარია გააჩნია მოდელს.


ადგილები შეზღუდულია.

Posts Are Coming Soon
Stay tuned...
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
Mountain bike Georgia