Featured Posts

ველო ტური თბილისთან ახლოს 2021 | Mountain bike tour close to Tbilisi 2021

მოგესალმებით ყველას ჩვენო ერთგულო მაყურებლებო და ჩვენი ველო ბლოგის მკითხველებო. დღევანდელი თემაც ეხება როგორც ყოველთვის მოგზაურობას და არც ეხლა იქნება გამონაკლისი და მინდა ორიოდე სიტყვით მოგიყვეთ ველო მარშრუტის შესახებ რომელიც თბილისთან ძალიან ახლოს არის და გასეირნება წლის ოთხივე სეზონზე არის შესაძლებელი. როგორც იცით ყველამ, პანდემიამ 2020 წლიდან დიდი პრობლემები შეუქმნა ტურიზმს, მასში დასაქმებულ ხალხს და ყველას დაავიწყა თუ რა არის ბედნიერება, საზღვარ გარეთ მოგზაურობა და თავისუფლად ცხოვრება. მინდა ავღნიშნო რომ ეს ყველა პრობლემები წარმავალია და ყველაფერი კარგად იქნება თუ ვიცხოვრებთ ჯანმრთელი ცხოვრების წესით და გავუფრთხილდებით ერთმანეთის ჯანმრთელობას, ამისთვის კი საჭიროა ყოველდღიური ვარჯიში და ბუნებასთან ახლო კონტაქტი. მოკლედ მინდა მოგიყვეთ პირველი ველო ტურის შესახებ რომელიც გაიმართა 2021 წლის მარტში და სტუმრად გვეწვივნენ უცხოელი ველო ტურისტები და სიმართლე გითხრათ არ გვეჯერა თუ წელს საქართველოს ესტუმრებოდა ვინმე დასასვენებლად, რადგანაც ყველამ კარგად ვიცით რომ არსებობს უამრავი შეზღუდვა, კომენდატის საათი, ბევრი შიშის ფაქტორი და ა.შ. სიმართლე გითხრათ ცხოვრება ისევ ისეთი ტემპით მიდის და ისევ ისეთი ლამაზია როგორიც იყო მანამდე, როდესაც იწყებ ველოთი ვარჯისს და სეირნობას ბუნების წიაღში, ხვდები რომ ცხოვრება ისევ ისეთი რითმით მიდის და ისევ ისეთი ლამაზია როგორიც იყო წინათ. თუ ტელევიზორს გამორთავთ და ერთი კვირის განმავლობაში საერთოს არ მოუსმენთ ახალ ამბებს მიხვდებით რომ არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაზე. მინდა გითხრათ რომ არსებობს ორი ძირითადი კატეგორიის ხალხის პოლიტიკური და ეკლესიური, მესამე კატეგორიას კი სპორცმენები მივეკუტვნებით რომელსაც სპორტული კატეგორია ეწოდება, მაგალითისთვის როდესაც ველოსიპედს იღებთ ხელში ჯდები მასზე და მიდიხართ სავარჯიშოდ ან სასეირნოდ ბუნების წიაღში არსებულ ყოველდღიურ პრობლემები ავტომატურად გავიწყდება და სულში თავისუფლების, სილაღის და ბედნიერების შეგრძნება ისადგურებს. ძირიტადად ჩვენი ევროპელი სტუმრებიც ზუსტად ამ კატეგორიის ხალსხს მიეკუთვნებიან და ამის გამო ჩამოდიან რომ დატკბნენ საქართველოს ლამაზი ბუნებით, შეიგრძნონ თავისუფლება, იმოგზაურონ საქართველოს გარშემო, გაეცნონ საქართველოს კულტურასა და მემკვიდრეობას. მათ ეს ცხოვრების კულტურა სისხლში და ხორცში აქვთ გამჯდარი, რომლებსაც მშობლები თავიდანვე ესე ასწავლიან და ზრდიან, ასწავლიან იცხოვრონ ჯანმრთელოდ და გაუფრთხილდნენ გარემოს, იყვნენ მეგობრულები, არ დაჩაგრონ უმწეო, იმოგზაურონ ფეხით, ცხენით, ველოსიპედით და ა.შ. ჩვენი სტუმრები საქრთველოში არ ჩამოდიან იმისთვის რომ იჯდნენ სასტუმროს ოთახებში, მოწიონ, დალიონ, ითამაშონ, იხმაურონ, ირბინონ მანქანებით ქალაქის ქუჩებში და ბოლოს სახლში რომ დაბრუნდებიან მეგობრებს მოუყვნენ რომ რამაგრა დაისვენეს ერთი კვირის განმავლობაში. მოკლედ ამით მინდა რომ გითხრათ რომ ჯერ 98% ქართველებში აქტიური დასვენების კულტურა არ შემოსულა. მაგალითისთვის ხშირად ვაწყდებით გზად როდესაც ვიღაც ჩაგვივლის და გვხედავს ველოსიპედზე ამხედრებულებს გვაძახებებს უკნიდან "ნეტაი თქვენა მეტი საქმე არაგაქვთ მაგოდენა ასაკის კაცებს, ქალებს რომ ველოსიპედზე შემსხდარხართ და დადიხართ უსაქმურად". საქართველოში ველოსიპედით მიმავლებს პატივს არავინ არ გვცემს და თუ იგივე პიროვნებას დიდი ჯიპით ჩაუვლი პატივისცემით ხელს აგიწევს და მოგესალმება და ბავშვსაც მოგანათვლინებს. აქედან დასკვნა რომ საქართველოში როგორ ფიქრობენ: ქართველებს გონიათ რომ თუ ჯიპი გყავს ისეიგი შეძლებული ხარ, საქმიანი ხარ, ცხოვრების სტატუსი მაღალი გაქვს, გავლენიანი პიროვნება ხარ. თუ ველოთი მოძრაობ ისეიგი უსაქმური ხარ, წვიმის დროს თავზე გაწვიმს, ცხოვრების სტატუსი გაქვს ნოლის ტოლი, მეგობარი არ გყავს, ოპელის ფულიც არ გაქვს შე საცოდაო და ა.შ. უცხოეთში როგორ ფიქრობს ნორმალური ხალხი: თუ დიდი ჯიპი გყავს მიზეზი შეიძლება იყოს რომ ხარ ჭარბ წონიანი, ინვალიდი, ნარკომანი, მოთამაშე, მაფიოზი კრიმინალი და ა.შ. ველოთი თუ გადაადგილდები ხარ ჯანმრთელი, საქმიანი, მიზან დასახული, სხვებზე მზრუნველი, სასურველი მეგობარი, დასაქმებული, ფიქრობ სუფთა გარემოზე და ა.შ. მოკლედ აქედან დასკვნა რომ ჩვენ ისევ წინა საუკუნეებში ვართ მენტალურად ისევ ისე ვფიქრობთ კომუნისტური დროით და ჯერ კიდევ ვერ გამოვედით იმ დროიდან. იმედი მაქვს რომ ჩვენაირი მოგზაური და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი ხალხი გავხდებით ვიღაცის მაგალითი რომ თავისუფალი დრო გაატარონ აქტიურ დასვენებაში და იცხოვრონ ჯანმრთელად. ველო მარშუტი მდებარეობს: თბილისთან ახლოს ქალაქიდან გაუსველელად, ლისის ტბის გარშემო, სოფელი ლისიდან სოფელ ბევრეთამდე და წრიულად უკან. მარშუტის სიგრძეა 35 კმ და მოყვარულისთვის საკმარისია 3 საათი მის გასავლელად, დამწყებებისთვის საშუალოდ 5 საათი. ელევეიშენი 700 მეტრი ჯამში, შესაძლებელია წელიწადის ოთხივე სეზონზე მისი გავლა. ჩვენ ხშირად ვაკეთებთ უფასო ველო ტურებს ჩვენი მოქალაქეების ველო კულტურის ასამაღლებლად და თვალყური ადევნეთ ჩვენ ინტერნეტ გვერდს რადგანაც ახალი ტურის შესახებ ინფორმაცია მალე დაიდება და სურვილისამებრ მიიღეთ მასში მონაწილეობა. გთავაზობთ დაბლა ჩვენ Youtube ვიდეოს ტურიდან 2021 და არ დაგავიწყდეთ ჩვენი YouTube არხის გამოწერაც.




-----------------------------------------------------------------------------------------

Welcome everyone to our loyal viewers and readers of our cycling blog. Today's topic is about travel as always and will not be an exception now and I want to tell you in a few words about the bike route which is very close to Tbilisi and biking is possible in all four seasons of the year.


As you all know, the pandemic has created big problems for tourism and everyone has forgotten what happiness is, traveling abroad and living freely. I would like to point out that all these problems are solvable and everything will be fine if we live a healthy lifestyle and take care of each other's health, which requires daily exercise and close contact with nature.


I would like to briefly tell you about the first cycling tour which took place in March 2021 and was visited by foreign cycling tourists and to tell the truth we would not believe if someone visited Georgia for a vacation this year, because we all know that there are many restrictions, curfew, many fear factors etc.


To tell you the truth, life goes again at the same pace and is as beautiful as it was before, when you start cycling and walking in the bosom of nature, you realize that life goes again with the same rhythm and is as beautiful as it was before. If you turn off the TV and do not listen to the news at all for a week, you will realize that nothing is happening in this country.


I want to tell you that there are two main categories of people, political and ecclesiastical, and the third category is athletes, which is called the sports category, for example, when you take a bike and sit on it and going for a ride in nature, everyday problems are automatically forgotten. .


Mostly our European guests belong to this category of people and because of this they come to enjoy the beautiful nature of Georgia, to feel free, to travel around Georgia, to get acquainted with the culture and heritage of Georgia. They have this culture of life in their blood and flesh, which their parents teach and raise from the beginning, teach them to live healthy and take care of the environment, be friendly, do not oppress the helpless, travel on foot, horse, bicycle, etc.


Our guests do not come to Georgia to sit in hotel rooms, smoke, drink, play, shout, run cars in the city streets and finally when they return home, they tell their friends that they have spend nice time for a week.


In short, I would like to say that 98% of Georgians have not yet entered the culture of active recreation. For example, we often encounter someone on the road when he sees us riding on a bicycle and calls us from behind, "hey you, you have nothing more to do why you are seating on the bicycle and doing nothing"

In Georgia, no one respects cyclists, and if the same person arrives in a big jeep, he will support you and greet you and educate the child.


The conclusion is how they think in Georgia:

Georgians think that if you have a jeep you are so rich, you are in business, you have a high life status, you are an influential person.

If you riding bicycle, you are so lazy, it rains on your head during the rain, you have zero life status, you do not have a friend, you do not have money to buy a car, you are poor and so on.


How do normal people think abroad:

If you have a big SUV, the reason may be that you are overweight, disabled, drug addict, player, mobster criminal, etc.

If you riding bicycle, you are healthy, business-minded, purposeful, caring for others, a desirable friend, an employee, thinking about a clean environment, and so on.



In short, the conclusion is that we are still in previous centuries, mentally thinking like that again in communist times, and we still can not get out of that time. I hope that people will follow us on healthy lifestyle, will become an example for someone to spend their free time in active recreation and live a healthy life.


The bicycle route is located at:

Near Tbilisi, without leaving the city, around Lisi Lake, from the village of Lisi to the village of Bevreta and back in a circle. The length of the route is 35 km and for an amateur it is enough to walk 3 hours, for beginners an average of 5 hours. Elevation 700 meters in total, it is possible to pass it in all four seasons of the year.


We often do free cycling tours to enhance the cycling culture of our citizens and keep an eye on our website as information about the new tour will be posted soon and you can participate if you wish.


Offer us down from our YouTube video tour 2021 and don’t forget to subscribe to our YouTube channel as well.

Posts Are Coming Soon
Stay tuned...
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
Mountain bike Georgia