Featured Posts

სამთო ველო ტურები საქართველოში "სამცხე" "გურია" / Mountain bike tours in Georgia "Samtskhe" "Guria"

მოგესალმებით მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ წინა ჩვენ ბლოგში დავაანონსეთ ველო ტური დასავლეთ საქართველოში რომელიც შედგა ჩვენს მიერ და მოვინახულეთ საქართველოს ხელუხლებელი ბუნება და ვეწვიეთ ისეთ ველურ ბუნებას რომლებიც ბევრისთვის ძალიან უცხოა.


ბლოგში მოგიყვებით ჩვენი ველო მოგზაურობის შესახებ და მოვლენებს მივყვეთ თანმიმდევრობით. დღე 1 - სამოგზაუროდ წავედით მე ირაკლი და გიორგი. თბილისიდან დავიძარით დილით ადრე 7 საათზე და ჩავედით მანქანით კურორტ აბასთუმანში, საიდანაც ავედით ზეკარის ულამაზეს უღელტეხილზე სადაც ამინდმა გამოიდარა და შესაძლებელი გახდა დაგვესტარტა ველოსიპედებით ულამაზეს მთის ფერდობებზე რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან მერყეობს 2500-3000 მეტრზე.


მთელი გზის განმავლობაში მივიწევდით წინ ენით აუხწერელ ბუნების წიაღში სადაც გვეშლებოდა წინ სხვადასხვა პეიზაჟები და ნისლი ქუდივით ეფინებოდა მთის კალთებს. მოძრაობისას გვიხდებოდა სიარული ისეთ ნიადაგზე სადაც ადამიანს არ გაველო ბოლო 1 თვის განმავლობაში და ამის გამო ბილიკი იყო გაუკვალავი და ხანგრძლივი წვიმების გამო მიწა იყო ძალიან დარბილებული რაც გვიძნელებდა ველოსიპედის პედლის ტრიალს. მიუხედავად ყველაფრისა ისეთი სილამაზეებს გავდიოდით ყოველ კილომეტრში რომ რთული რელიეფი და აღმართებს ვივიწყებდით და მივიწევდით წინ და წინ.


მივადექით ჯაჯის ტბას რომელიც ულამაზეს მთებს შორის არის ჩაფლული საიდანაც იშლება შავი ზღვის ხედები და ტავზე დაყურებს ყველაფერს, საიდანაც ვხედავდით სვანეთის მთებს "უშბას" "თეტნულდს" შხარას" "იალბუზს" ვხედვდით რაჭას და მთელ გურიას. ამ სილამაზეების შემხედვარე დაგვავიწყდა რომ ღამე მოდიოდა და გაშეშებულები ვიდექით და ვუყურებდით ენით აუღწერელ მზის ჩასვლის სილამაზეს რომელიც შავ ზღვაში ჩადიოდა, მზის ცასვლა ესეთ ლამაზ ადგილას არასდროს გვინახავს და ჩასვლა გრძელდებოდა ძალიან დიდ ხანს ისე რომ ცა სიწითლისგან ვარვარებდა.



ჩვენი თავდაპირველი გეგმა იყო რომ იმდღისითვე უნდა ჩავსულიყავით ბახმაროშ მაგრამ ტური დავიწყეთ დაგეგმილზე გვიან და ფოტოების და ვიდეო გადაღებამ წაიღო იმაზე მეტი დრო რაც საჭირო იყო, ამან გამოიწვია ის რომ დროში ვერ ჩავჯექით და გადავეწყეთ გეგმა ბ-ზე და გეზი ავიღეთ ჩოხატაურისკენ რადგანაც რელიეფი უფრო ადვილი დასაძლევი იყო სიბნელის პირობებშ ვიდრე ის რომ მთაზე ავსულიყავით და ბახმაროში გადავსულიყავით.



შებინდებისას გზად შეგვხვდა ცხენის ჯოგები რომლებიც ველურად იყვნენ გაშვებული მთის ფერდობებზე და ჩვენმა დანახვამ ისე გაახარათ რომ ჩვენ ველოსიპედებს უკან გამოყვნენ.



დაღმართში დიდხანს მოვდიოდით და 4 საათიანი დაშვების შემდგომ დანიშნულების ადგილსაც მიივახწიეთ ღამის 12 საათზე სადაც უკვე ჩვენი მძროლი დაგვხვდა და იმღამესვე გადაგვიყვანა ბათუმში სადაც მეორე დღისით მთელი დღის განმავლობაში ვისვენებდით და ვიკრეფდით ენერგიას მეორე დღისათვის. მთელი დღე ემოციების გადმოცემაში გავატარეთ ზღვის სანაპიროზე სადაც მეგობრებს ვუყვებოდით ჩვენ თავგადასავალს.


ჯამში ვიარეთ 80კმ-დე და ველოთი მოძრაობას თითქმის შეუჩერებლად მოვანდომეთ 11 საათი, ელევეიშენი გამოვიდა ჯამში 2500 მეტრი რაც უდრის 5ჯერ უფრო რთულ ასვლას ვიდრე საგზატკეცილო ველოთი შეიძლება გამოგივიდეს.



ამ სურათებშ ნახავთ ჩვენი თვალით დანახულ სილამზეებს, მაგრამ ფოტო მაინც ვერ შეედრება ჩვენი თვალით დანახულს და განცდილ ემოციებს სადაც ჩვენ ვიმოგზაურეთ.


















Posts Are Coming Soon
Stay tuned...
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
Mountain bike Georgia