top of page
Featured Posts

ელექტრო ველო ტური თიანეთიდან - ფშავში 2020 / E-bike tour from Tianeti to Pshavi 2020

რამოდენიმე დღის უკან დავაანონსეთ ელოქტრო ველოსიპედების ტური თიანეთიდან ფშავ ხევსურეთის მიმართულებით. ცოტაოდენს მოგიყვებით ტურის შესახებ.




რადგანაც ველო ტური დაანონსებული იყო ელექტრო ველოსიპედებისთვის შევგროვდით მხოლოდ 4 კაცი რადგანაც არც თუ ისე ბევრ ადამიანს ყავს ელექტრო ველო საქართველოში, და თუ ვინმეს ყავს ძალიან უჭირთ ველოსიპედის მართვა უსწორმასწორო რელიებზე.





მოკლედ დილით ადრე ლაზარე, მე, მერაბი და ირაკლი შევიკრიბეთ ჟინვალთან და დავიძარით მანქანით ულამაზეს თაინეთის ხეობაში საიდანაც იყოფა გზები პანკისი ხეობასა და ფშავ-ხევსურეთს შორის.


რადგანაც ბილიკი უკვე შერჩეული გვქონდა პანკისის ხეობა გადავიფიქრეთ და გავემართეთ თიანეთიდან ჩარგალში.


გზად გავიარეთ უამრავი ენით აუხწერელი სილამაზეები და მრავალი მთა. ამინდი სასწაულად ლამაზი იყო და იცვლებოდა ჩქარჩქარა.



თან წავიყვანე 4 წლის ლაზარე რომელსაც სპეციალურად კანადიდან ჩამოვუტანე ელექტრო ველოსიპედზე დასამაგრებელი სკამი სადაც კომფორტულად გრძნობდა თავს.



ვიმოგზაურეთ ჯამში 45 კმ და ელევეიშენი გვქონდა 2100 მეტრი, საერთო ჯამში დაგვჭირდა 7 საათი სამოგზაუროდ თავისი ვიდეო და ფოტო გადაღებებით.


ელექტრო ველოები არის მომავლის ველო რომლის ერთხელ გატესტვის შემდეგ გიჩენს წყურვილს რომ ხელახლა გამოცადო მიღებული სიამოვნება. ელექტრო ველოს შემდეგ აღმართზე მოძრაობა ხდება სახალისო, გადიხარ უფრო მეტ მანძილს ვიდრე ჩვეულებრივი ველოსიპედით. ამასთანავე შეგიძლია თან წაიყვანო ბავშვი და გადაიტანო ტვირთი.



ჩვენ გვყავდა ტურშ თანამედროვე უახლესი მოდელები KELLYS Theos i90 630WH სიმძლავრით და ბოლო თაობის ძრავებით რომელსაწ რამოუდგენლად სასწაული სიძლიერე აქვთ. მსგავსი ველოების შეძენა შეგიძლიათ ჩვენთან თუ დაგაინტერესათ ელექტრო ველომ რომელსაც 5 წლიანი გარანტიაც მოყვება თან.



მოკლედ ენით აუხწერელ სიამოვნების გადმოცემას შევეცადე ამ ვიდეოში და შეგიძლიათ უყუროთ და დატკბეთ ჩვენი მოგზაურობით.



პ.ს პირველი ადამიანები ვართ ველოსიპედებით ვინებიც გადავედით ამ უღელტეხილზე, ადგილობრივებმს მზგავსი რამ არ ახსოვთ.



Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page