top of page
Featured Posts

Mountain bike tour in Georgia Svaneti 2020 / ველო ტური სვანეთში 2020

პოსტ პანდემიურმა პერიოდმა ყველა დაგვძაფრა, შეგვაშინა და დაგვაზარალა. ბევრს აურია გეგმები, შეცვალა მსოფლიო, დააპანიკდა საზოგადოება, ბევრმა დაკარგა სამსახური, ბევრი დაავადდა ნევროზით და ა.შ მაგრამ ადამიანმა დააფასა ჯანმრთელობა, ისწავლა რომ ჯანმრთელობის ფასი ამქვეყნად არაფერია და მატერიალური ფასეულობებით არავის არჩევს ვირუსი ვის როდის შეხვდება. ამიტომ რომ ვიყოთ ყოველთვის მზად საჭიროა სისტემატიური ვარჯიში და ყველაზე იოლი საშუალებაა და სასარგებლოც ველოსიპედით მოძრაობა, უნდა შევეცადოთ გადავაადგილდეთ ხშრად და მანქანები გავაჩეროთ სახლში. რა სარგებელი მოაქვს ველოსიპედს: ველოსიპედის მართვის დროს გამოიყენება ბედნიერების ელექსირი რაც ადამიანს ხდის ჯანმრთელს, ბედნიერს, გიძლიერებს იმუნიტეტს, გიბრუნებს ახალგაზრდობის განცდას, გაძლევს უსაზღვრო ენერგიას და გეხმარება ნაყოფირ შრომაში, გმატებს ყველაფრის ხალისს და ბოლოს იქამდე მიყევხარ რომ გიჩენს შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინო და შეეცადო გადაადგილდე შორ მანძილებზე და ბოლოს გიჩენს სურვილს გრძნობას რომ ჩაფრინდე უცხო ქვეყნებში და იმოგზაურო დედამიწის გარშემო. ველოსიპედები იყოფა ბევრ კატეგორიებად და მორგებულია ყველა ადამიანის ხასიათს. გამოვყოფ ყველასთვის ცნობილ და ძალიან პოპულარულ შეჯიბრებებს რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი ყავს Tour de France / Giro Italia რომელიც მრავალი დღის მანძილზე გრძელდება. ასევე ველოსპორტი არის ოლიმპიური თამაშების მონაწილე.. გამოვყოფ სამთო ველო სპორტის სახეობას რომელიც ექსტრემალურ სახეობაში შედის და გაიგივებულია სათხილამურო სპორტთან, მთა მსველელობასთან და მოითხოვს ყველაზე დიდ ფიზიკურ და ფსიგოლოგიურ მომზადებას. როდესაც თავისუფალი დრო გაქვს და არ იცი რითი დაკავდე ერთერთი ყველაზე კარგი და ადვილი საშუალებაა გახვიდე სახლიდან გარეთ და ისეირნო პარკში, ან ბუნების წიაღში. სახალისო რომ გახადოთ გადაადგილება ყველაზე საუკეთესო საშუალებაა ველოსიპედი რომელის დროსაც სასიამოვნო ემოციები გეუფლება. სამოყვარულო ველოსიპედის შეძენას კი არ ჭირდება ძალიან დიდი თანხები. ოღონდაც "ჩინური " წარმოების არაფერი არ შეიძინოთ უხარისხოა და წყალში გადაყრილია თანხაა. პანდემიისგან გამოწვეულმა შეზღუდვებმა და რეპრესიულმა გარემომ ჩემზე როგორც ველო მოყვარულზე დიდად გავლენა ვერ იქონია,რადგანაც როდესაც ხალხი სახლში ჩაიკეტა და დეპრესიაში ჩავარდა მე გავაანალიზე სიტუაცია და გადავწყვიტე დრო გამომეყენებინა და გავრიდებოდი რეპრესიებით დატვირთულ ქალაქს და სამოგზაუროდ გეზი ავიღე სვანეთისკენ, წავედი მთაში როგორც მანამდე ვაკეთებდი ავიღე ველოსიპედი გავამზადე სამოგზაურო ინსტრუმენტები და ჩანთა და გავეშურე დასავლეთისკენ. გზაში შევძელი ყველაფრის დავიწყება პანდემიისგან გამოწვეული რეპრესიების გადალახვა ისე რომ ეს წელი ჩემ მეხსიერებაში ლამაზ მოგონებად დარჩება იმ გარემოებებიდან გამომდინარე რომ მთელ ზაფხული გავატარე ველო მოგზაურობაში დასავლეთ საქართველოში, მოვინახულე ისეთი საოცარი ადგილები რომლებიც მთელი ცხოვრება გამყვება ტკბილ მოგონებებად, შევხვდი ისეთ ხალხს რომელთაგანაც ძალიან ბევრი დადებითი ემოციები შევიძინე. ვიმოგზაურე მეგობრებთან ერთად და დაუვიწყარი დრო გავატარეთ როგოც მთაში ისე ბარში შავ ზღვის სანაპიროზე. ისე რომ თუ არ იცით რითი დაკავდეთ თავისუფალ დროს ჩემი რეკომენდაციაა დაიწყეთ სამოყვარულო ველოსიპედით და მერე გზას თავად გიჩვენებთ. თუ დამწყები ხარ და არ იცი როგორ დაიწყო ველოსიპედის შერჩევა მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ და ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ კონსულტაციით. ამ ბლოგში მინდა წარმოგიდგინოთ პატარა ვიდეო სვანეთის მთებიდანდან რომელიც სულ რამოდენიმე წამს წაგართმევთ და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. #ველო #ველოსიპედი #ველოტური #mountainbike #biking #mountainbiketour #mountainbiketourGeorgia #georiders


Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page