Featured Posts

Mountain bike tour in Georgia village Kikibo - Teaser 3 | ველო ტური საქართველოში სოფელი კიკობო

ვინც თვალყურს გვადევნებთ და როგორც წინა პოსტებიდან იცით შარშან ვიმოგზაურეთ მთიან გურიაში, აჭარაში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში. სანამ სრულ ვიდეოს დავდებთ ჩვენი მოგზაურობიდან მინდა ნაწყვეტ ნაწყვეტ გაგაცნოთ ველო მოგზაურობის შესახებ. დღე 3- გავიღვიძეთ სოფელ კიკიბოში სამცხე-ჯავახეთში სადაც წინა ღამით ხვთისნიერმა ოჯახმა თავისთან მიგვიპატიჟა და წინა ღამე მათთან ოჯახში გავათენეთ. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ თან გვქონდა წაღებული ყველა საჭირო ატრიბუტი ღამე კემპინგი გაგვეშალა. გაგვიმასპინძლდნენ ცხელი ჩაით,თაფლით, ადგილობრივი რძის პროდუქტით, მოგვცეს თბილი თავშესაფარი, თბილი კერა და მთელი დღის ნამგზავრებმა მივიღეთ ცხელი შხაპი. რომ იტყვიან ძველ ქართველებს როგორც შეეფერებათ სტუმარ მასპინძლობა იმაზე ბევრად თბილად მიგვიღო სოფელ კიკიბოში მცხოვრებმა ოჯახმა, ისე როგორც საკუთარი ოჯახის წევრები. ამ ოჯახში გატარებულმა ღამემ დაგვანახა რომ რომ ისეთ მთიან ადგილებში სადაც ტურიზმი ჯერ კიდევ არ არის განვითარებული იქ მცხოვრები ხალხი არ შეცვლილა და ის ძველი სტუმართ მასპინძლობა რასაც ჩვენი ძველი ისტორია გვიყვება კიდევ აქვს შემორჩენილი. იმედს ვიტოვებთ ყველა ჩვენთაგანი რომ ჩვენც შევძლებთ როდესღაც ამ ოჯახისთვის ან სხვებისთვის იმავე სიკეთის გაკეთებას. გათენდა მოკლედ მე-3 დილა და თავი რომ წამოვწიე ყველას ტკბილად ეძინა, მომერიდა ბიჭებისათვის ძილი შემეწყვეტინა და აღარ გავაღვიძე, ვიფიქრე გამოიძინებენ თქო და წამოვდექი ჩუმად და ჩემ საქმეებს მივხედე. დილის 10 საათი ხდებოდა ყველას რომ გამოეღვიძათ და დაბლა ჩამოვიდნენ. მასპინძლებმა ცეცხლ ანთებულ ფეცთან უგემრიელესი გაშლილი სუფრა დაგვახვედრეს, ადგილობრივი უგემრიელესი სურსათ სანოვაგით და ტყის ტახის შემწვარი ხორცით. ოჯახს გამოვემშვიდობეთ, გადავუხადეთ დიდი მადლობა და დავიძარით ველოსიპედებით. დილის 11 საათი ხდებოდა რომ იტყვიან ძალიან გვიან დავიძარით ჯაჯის ტბის მიმართულებით. წინა დღით დაღლილ ბიჭებს აზრად მოაფიქრდათ რომ ადგილობრივი მძღოლი გვეპოვა ვისაც თანხას გადავუხდიდით და მანქანით აგვიყვანდა ჯაჯის ტბაზე, არარ მოგვიწევდა დაღლა აღმართზე სიარულით და მერე ჩვენი ველოსიპედებით თავისუფლად შევძლებდით დაშვებას ქუთაისის მიმართულებით. რადგანაც სოფელ კიკიბოში სულ 6 ოჯახი ცხოვრობდა და მანქანა არცერთს არ ყავდა ამიტომ გადავწყვიტეთ რომ მომდევნო სოფლში გვეპოვა ვინმე რომელიც სულ 2 კმ მოშორებით მდებარეობდა. ასეც მოხდა როდესაც მეორე სოფლად მივედით ვიპოვეთ გამოცდილი ადგილობრივი მძღოლი რომელმაც კარგად იცოდა მანქანის მართვა და კარგად ერკვეოდა ტერიტორიებში. მოკლედ როგორც იქნა დაქოქეს საბჭოთა დროეინდელი უაზი რომელიც ალბათ 1959 წელს იყო დამზადებული და უკანა სავარძელზე ჩავალაგეთ ჩვენი დაშლილი ველოსიპედები კოხტად, ერთი ველოსიპედი სახურავზე დავაკარით, მე წინა მანქანის მარჯვენა ფრთაზე შემოვჯექი, 2 ბიჭი გიორგი და მძღოლის დამხმარე მანქანის უკანა საბარგულზე, ირაკლი და ლაშა მძღოლის გვერძე სავარძელში მოკალათდნენ და დავიძარით მაღლა მთაში. უაზით მგზავრობა ერთ-ერთი ყველაზე სახალისო მომენტი იყო რაც მაგ 3 დღიანი ტურიდან მახსენდება. ეს ძველი რკინის მასე საკმაოდ გამძლე გამოდგა და აღვფრთოვანდით მის გამძლეობით, დარწმუნებული ვარ ბევრი თანამედროვე მანქანა მას გამძლეობაში ვერ შეედრება. დილით როგორც რუქაზე ჩანდა სულ 19კმ იყო აღმართი სავალი მანქანით რაღაც სოფლამდე რომელსაც სახელი არ ერქვა და არც რუქაზე იყო მონიშნული და მას მერე კიდევ 2 კმ რჩებოდა ტბამდე ფეხით მისასვლელი. რადგანაც მანქანის გზა მეტს აღარ მიდიოდა დანარცენი 2კმ გავეშურეთ ტბისკენ ფეხით. მოკლედ მართლაც კარგი იდეა იყო მანქანის დაქირავება თუარა და დილით გვქონდა სათადარიგო გეგმა და ჯაჯის ტბის მაგივრად აბასთუმანში დავეშვებოდით ველოსიპედებით. მომდევნო ვიდეოს მე-3 დღის ბოლო ნაწილს ვეცდები ხვალ დავდო და გაიგებთ თუ რა მოხდა და რა სირთულეში აღმოჩნდა ჩვენი მეგობრის გიორგის ველოსიპედი ჯაჯის ტბამდე არ მისული . თვალი ადევნეთ ჩვენ ვებ გვერდს და ბევრ საინტერესო ისტორიას მოისმენთ ჩვენი ველო მოგზაურობიდა. დაბლა იხილეთ ჩვენი YouTube ვიდეო და თუ მოგწონთ ჩვენი ვიდეო და თავგადასავლები გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი ღილაკზე თითის დაჭერით Subscribe და ბევრ საინტერესო ვიდეოს ნახავთ.


Those who follow us and as you know from previous posts, we traveled to mountainous regions of Georgia in Guria, Adjara, Imereti and Samtskhe-Javakheti last year. Before we post the full video from our trip I would like to introduce you to an excerpt from the bike trip.


Day 3- We woke up in the village of Kikibo in Samtskhe-Javakheti where the local family invited us with them house and we spent the night with the family.


They treated us to hot tea, honey, local dairy products, gave us a warm shelter, a warm hearth and hot shower.


The night spent with this family showed us that the people living there in mountainous areas where tourism is not yet developed have not changed and that old guest hospitality that our old history tells us still has survived.


We hope all of us will someday be able to do the same good for this family or others.


I woke up briefly on the 3rd morning and when I woke up everyone was sleeping soundly. I went down and started to prepare my bike.

It was 10 o'clock in the morning when everyone woke up and came downstairs.

The hosts served us a delicious spread table with a fire-lit leg, delicious local food with savory and fried meat of the forest boar.


We said goodbye to the family, thanked them and rode our bikes.


It was 11 o'clock in the morning , in normally such kind of distance we were leaving very late.


The guys who were tired the day before thought that we would find a local driver who would pay the money and take us by car to Jaji Lake, we would not have to ride uphill and then we would be able to access Kutaisi freely with our bicycles.


Since there were a total of 6 families living in the village of Kikibo and none of them had a car so we decided to find someone in the next village who was just 2 km away.

This is what happened when we arrived in the second village we found an experienced local driver who knew how to drive well and was well versed in the areas.


In short, the Soviet-era UAZ was built, which was probably made in 1959, and we put our bicycles in the back seat. We parked one bicycle on the roof and we climbed high in the mountains.

Traveling with Uaz was one of the most enjoyable moments I can remember from a 3 day tour. This old iron mass turned out to be quite durable and we admired its durability, I am sure many modern machines can not compare it to durability.


In the morning, as seen on the map, there was a total of 19 km uphill drive to a village that was not named and was not marked on the map, and after that there was another 2 km to walk to the lake.

Since the road to the car was no longer going, we walked 2 km to the lake.

In short it was a really good idea to rent a car .


In the last part of the 3rd day of the next video I will try to post and you will understand what happened and what difficulties it turned out that our friend George's bicycle did not reach Jaji Lake

.

Follow our website and you will hear many interesting stories about our cycling trips.


Watch our YouTube video below and if you like our videos and adventures subscribe to our YouTube channel by clicking the Subscribe button and you will see many interesting videos.



Posts Are Coming Soon
Stay tuned...
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
Mountain bike Georgia