top of page
Featured Posts

ელექტრო ველო ტური თიანეთში / E-bike tour in Tianeti

მეგობრებო გადავწყვითეთ რომ ხვალ დილით მანქანებით ჩავიდეთ თიანეთის მუნიციპალიტეტში და ელექტრო ველოსიპედებით გადავიდეთ ულამაზეს ფშავ-ხევსურეთის უღელტეხილზე სადაც არის ხელუხლებელი ბუნება და ბევრ თქვენგანს ამ უღელტეხილის შესახებ შესაძლოა საერთოდ არაფერი სმენია.



გავივლით უამრავ ალპურ ფერდობს და ლამაზი ფშავ - ხევსურეთის ტყით ჩავალთ ფშავში სადაც მხოლოდ საცხენოსნო ბილიკებია.





გზად ვიცურავებთ არაგვში, გავშლით სუფრას, ცოტათი გავერთობით და გავრეცხავთ ველოებსაც. ველო ტური არის სრულიად უფასო და ვისაც გინდათ თქვენივე მანქანით შეგიძლიათ წამოხვიდეთ ტურში რადგანაც ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ უფასო ტურის დროს ტრანსპორტირებას. ჩვენ წინა დღით გავჩერდებით თიანეთში და ამიტომ თქვენ წამოყვანას ვერ მოვახერხებთ თბილისიდან ჩვენი ტრანსპორტით. ვინც გადაწყვეტს ჩამოსვლას დავხვდებით დილით 9 საათზე თიანეთის შესასვლელთან. ელექტრო ველო ტურს იმიტომ ვატარებთ რომ მაგით გადაადგილება არის ძალიან დიდი სიამოვნება და მისთვის აღმართის დაძლევა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.


თუ ელექტრო ველო არ გყავთ შეგიძლიათ ჩვეულებრივი გამართული ველოთიც წამოხვიდეთ, თქვენ სურვილზეა დამოკიდებული.


თუ ვინმეს ელექტრო ველო არ გყავთ შეგიძლიათ იქირაოთ ჩვენთან ლისზე.

დავეშვებით ვაჟა შაველას სახლში და ვესტუმრებით მის სახლ-მუზეუმს.







გასავლელი მანძილი არის 50 კმ საშუალო სირთულის და ელევეიშენი 1000-1200 მეტრი, ვისაც ელექტრო ველო გყავთ ამ მარშრუტის გავლა საერთოდ არაფერ სირთულეს არ წარმოადგენს.


ველო ტურს დავამთავრებთ სოფელ ჩინთში საიდანაც მანქანით დავბრუნდებით თბილისში.

ვინმც ამჯერად შუა კვირაში თუ ვერ ახერხებს წამოსვლას სხვა დროს კიდევ ჩავატარებთ ამ ტურს.


გისურვებთ ყველას წარმატებებს.





Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page