top of page
Featured Posts

ალგეთის ეროვნული პარკის ველო ტური 2020 / Bike tour in Algeti National Park 2020

როგორც მოგეხსენებათ 21 ივნის ჩატარდა ველო ტური ალგეთის ეროვნულ პარკში, დილით ადრე სანამ დაცხებოდა 6:30 წუთზე შევიკრიბეთ მონაწილეები ჩვენთან შენობასთან ლისის ტბაზე და ჩავტვირთეთ ჩვენი ველოსიპედები მანქანებში და გავემართეთ ალგეთის ულამაზეს პარკში. გზად ავიღეთ წასახემსებელი, ავედით თრიალეთის ქედზე და ჩამოვალაგეთ მანქანიდან ველოსიპედები და გავემართეთ ველოსიპედებით სამოგზაუროდ პირდაპირ ბუნების წიაღში. ამინდი იყო სასწაულად ლამაზი, მოკრიალებულ ცაზე წამოვიდა ნისლი, შემდგომ გაიფანტა და გამოჩნდა ულამაზესი ხედები. ტური ჩატარდა გეგმის დროის მიხედვთ და უკვე ნასიამოვნები 7 საათისთვის დავბრუნდით ყველანი თბილისში. გავატარეთ დაუვიწყარი დრო და მივიღეთ ენით აუღწერელი სიამოვნება. ჩვენი მოგზაურობის შესახებ დაწვრილებით ნახეთ ეს ვიდეო რომელიც ცოტაოდენი მაინც გადმოგცემთ იმ განცდილ სიამოვნებას და სანახაობებს სადაც ჩვენ ვიმოგზაურეთ. შემდეგი ტური იგეგმება მალე და თვალი ადევნეთ ჩვენ გვერდს ინფორმაცია მალე დაიდება.




Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page