top of page
Featured Posts

საუკეთესო სამთო ველო ტურისტული ადგილი ბათუმთან ახლოს

მოგესალმებით ჩვენო ერთგულო გულშემატკივრებო, დღეს მსურს გიამბოთ ულამაზესი ტურისტული მარშრუტის შესახებ რომელიც მდებარეობს ბათუმის შემოგარენში. ეს ადგილები აუთვისებელია და ხელუხლებელი ტურისტებისგან. როდესაც ბათუმში ზაფხულში ვისვენებდი გადავწყვიტე არემარე შემესწავლა და როდესაც ამ ბილიკს ვეწვიე სანახაობამ გამაოცა. პირველად შარშანწინ 2021 ვესტუმრე მტირალას ეროვნულ პარკს და მას მერე ყოველწელს განვაგრძობ მის მონახულებას. მოგზაურობა ასე დაიწყო: ძილის წინ მოვძებნე სავარაუდო გასავლელი მარშრუტი. მეორე დილით ადრე ავდექი და ველოსიპედით შევუდექი ორთა ბათუმის გზას, ორთა ბათუმში როგორც კი მივედი ნანახმა გამახარა, პირდაპირ ბილიკის შესასვლელში დამხვდა დაცული ტერიტორიების რეინჯერთა თავშესაფარი, საინფორმაციო რუქა, ბილიკის მარკირება. შევუდექი მტირალას მთის გზას რომელსაც მიყავხარ ძალიან ზევით და ორთა ბათუმის გავლით ადიხარ ულამაზეს მტირალას მთაზე საიდანაც იშლება ულამაზესი ზღვის ხედები და გადმოყურებ მთელი შავი ზღვის სანაპიროს თურქეთის საზრვრით ფოთით დასრულებული. ორთა ბათუმის მარშრუტი არ არის ტურისტულად აქტიური მარშრუტი, რატომ ნამდვილად არ ვიცი, თითქმის არავინ დადის ამ ბილიკზე და ბალახიც კი ხელუხლია, ისეთი მოვლილი და დავარცხნილია რომ ნამდვილად აღტაცებულს დაგტოვებთ. ბილიკის დახრილობა შესანიშნავია ველოსიპედისთვის როგორც ასვლის დროს ისე ჩამოსვლისას. საშუალო დახრილობა 3-5 გრადუსი, საშუალო სიჩქარე ბილიკზე ასვლის დროს 7კმ/ს, დაშვებისას 40კმ/ს. ბილიკის სიგრძე 25კმ უმაღლეს წერტილამდე და უკან. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 1350 მეტრი. ტურის სირთულე საშუალო. თქვენთვის ჩავწერე ტრეკის მარშრუტი და მსურველებს შეგიძლიათ გადმოწეროთ თქვენ მობილურ ტელეფონებში და ნებისმიერი აპლიკაციით გახსნათ იგი. იხილეთ ტრეკის GPX მიბმული ფაილი



Mtiralas mta
.gpx
Download GPX • 43KB





Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page