ექსტრემალური ველო ტური დასავლეთ საქართველოში Mountain bike tour in West Georgia Batumi
პოსტ პანდემიური პერიოდი:
როგორც იცით 2020 წელი ყველასთვის რთული პერიოდი იყო, ბევრი გამოიკეტა სახლში და ვირუსის შიშით გარეთ აღარ გამოდიოდა, მოიმარაგეს საკვები და ჰიგიენური ქარალდები და მთელი დღე ესხდნენ ტელევიზორთან და ახალ ამბებში ელოდნენ საშველს, ზოგს ნერვოზი დამართეს ვირუსოლოგებმა, ზოგმა სახლში ჯდომისგან ცოლებზე ძალადობადაიწყო, ზოგს კიდე შიშმა სიცხე მიცა და შიშით ვირუსი მაქვსო სხვა დაავადებების გამოწვევას შეუწყო ხელი, ჩაკეტილობამ და სახლში ჯდომამ ხალხი უფრო დააზარალა ვიდრე Covid-19. თუმცა ვირუსოლოგებმა იცოდნენ რომ მეცნიერულად დადგენილია რომ სახში ჯდომა სულაც არ შველის იმუნიტეტის გაძლიერებას, პირიქით ის გიქვეითებს იმუნიტეტს და შენ სხეულს ბრძოლის უუნაროს ხდის. მოგზაურობა: მოდით ეს ყველაფერი გვერძე გადავდოთ და 2020 წელი ჩემი მოგზაურობისთვის იყო ერთ-ერთი საუკეთესო წელი თავგადასავლებით დახუნძლული ჯერ იყო სვანეთი მერე აღმოსავლეთი, შემდეგ ისევ დასავლეთი და ბოლოს ისევ აღმოსავლეთი ფშავ-ხევსურეთი, ჩემი მაგალითიდან გეტყვით, სულაც არ დავმჯდარვარ სახლში, პირიქით შექმნილი სიტუაციიდან გამოვნახე დასვენების საშუალება და მოვკიდე ჩემ ველოსიპედს ხელი და გავემართე დასავლეთ საქართველოსკენ სადაც მანამდე სულ ვოცნებობდი მათ დალაშქვრას და მომეცა მომენტი და 3 თვიანი მოგზაურობით ოცნებაც ავიხდინე, ყოველ დღე ისეთი თავგადასავლებით სავსე იყო რომ ყოველ საღამოს კარავში თუ ლოგინში ბედნიერს მეძინა.
ისე ჩაიარა ამ დეპრესიულმა პოსტ პანდემირმა პერიოდმა რომ საერთოდ არაფერი მიგვრძვნია და ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრა ჩემ ჰობს (ექსტრემალურ ველო სპორტს) რომელის დროსაც წყდები ამ ქვეყნიურ (ცივილიზაციურ სამყაროს) და გადადიხარ სულ სხვა განზომილებაში სადაც ნამდვილი ცხოვრება და თავგადასავლები იწყება, ყოველი წამი ყოველი პედლის გადატრიალება და ჩასუნთქული ჰაერი დიდ სიამოვნებას გვრის და შეიგრძნობ დედა-მიწას დედა-ბუნებას მთელი სხეულით და ამ ბუნების წიაღში ჩაფლული სულში სიმშვიდე გებადება, გრძნობ რომ ყველაზე უსაფრთხო ადგილი ამ ბუნების წიაღშია ნამდვილ სამყაროსთან ახლო კონტაქტში, სადაც შვლის ნუკრი და მსგავსი ლამაზი არსებები თავს აფარებენ "ცივილიზებული" სამყაროსგან, ადამიანებისგან სადაც სავსეა ბოროტება ერთმანეთის შუღლი და შური. ამ ადგილებში მოგზაურობა წამალია სულის და ყველაზე კარგი საშუალება იმოგზაურო და დაისვენო. ორ თვალა "სამთო ველოსიპედი" საუკეთესო მეგობარია. იგი არის უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, საუკეთესო მეგობარი, ნომერ პირველი წამალი ყველაფრის და მოგზაურობისათვის საუკეთესო საშუალება. წელს გავიარეთ იმდენი ბილიკი და იმდენი ლამაზი დაცული ტერიტორიები სადაც ალბათ ბოლოს ათეულობით წლების მანძილზე ფეხი არავის დაუდგავს ხელუხლებელობა ეტყობოდა ნიადაგს... რომელ მხარეს გამოვარჩევდი:
წლევანდელი მოგზაურობიდან ყველაზე მეტად სილამაზით გამოვყოფდი აჭარის-სამცხე ჯავახეთისა და გურიის ლანდშაფტს. ყველაზე დიდ ეფექტს ახდენს ადაიანზე როდესაც დილით იღვიძებ და სახეში მთის გრილი სიო გიბერავს, საღამოთი კი ზღვის თბილ სანაპიროზე სეირნობ, ეს ორი მიქსი მთა და ზღვა დიდ სიამოვნებას ბადებს ნებისმიერ მოგზაურს და დაუვიწყარ მოგონებებად რჩება. ინფრასტრუქტურა: როგორც ადგილობრივ დამსვენებელს ისე უცხოელ ტურისტს სურს რომ ყველა ბილიკი იყოს მარკირებული და გაწმენდილი ქვებისა და ბუჩქებისაგან, იყოს მეტი ტურისტული თავშესაფარი მოწყობილი მთაში, იყოს მეტი ტურისტული ინფრასტრუქტურა მაგალითად საპირფარეშოები საბანაკე ადგილას და მეტი ინფორმაცია მდგომარე რუქების სახით. ამ ვიდეოში ნახავთ რომ მტირალას დაცული ტერიტორია ძალიან ლამაზია და კიდევ ბევრ დამსვენებელს მიიზიდავს თუ ბილიკს უკეთ მეწყობოდა, ექნება მეტი თავშესაფარი და ნორმალურად გაწმინდავენ ეკლიანი ბუჩქებისა და ქვებისგან ბილიკს და სიგანეს მინიმუმ 1 მეტრს მიცემენ, გაუკეთებდნენ ჯებირებს უსაფრთხოებისთვის.
როგორ ვგეგმავთ მარშრუტს:
წინა დღით რუქაზე აუკეთესო ოფლაინ რუქაა Mapsme სადაც ვნიშნავთ საინტერესო წერტილს გასავლელ ბილიკს და ვადგენთ სავარაუდო გასავლელ მანძილს და ასასვლელ სიმაღლეებს.
ხანდახან ბილიკამდე მანქანით მივდივართ რაღაც მონაკვეთი ზოგან კიდე თავიდანვე ველოთი ვიძვრებით.
როგორ ვიწყებთ ტურს:
ჩვენი ყოველი დილა იწყებოა ასე, ვიღვიძებდით დილით ადრე ვამზადებთ დილის საუზმეს, ვალაგებთ ოთახს, ვამოწმებთ ველოსიპედის გამართულობას, მივდივართ ველოსიპედებით სასტუმროდან პლიაჟზე, ვცურავთ სარფის სანაპიროზე მეგობრებთან ერთად, შემდეგ ვემშვიდობებით მეგობრებს მათ ვისაც ექსტრემალური ველოთი სიარული არ შეუძლიათ, მივემართებით ველოსიპედებით წინა დღით დაგეგმილ ლოკაციებზე და დრეში გავდივართ 50-80კმ გააჩნია დაგეგმილ მარშუტს და სიმაღლეში ავდივართ 1000 - 2500 მეტრს.
საღამოს კარგად დაღლილები ვბრუნდებოდით უკან, რის შემდგომაც ვუერთდებით ჩვენი მეგობრების გუნდს რომლებიც ბათუმში გველოდებიან და ტკბილად ვატარებდით საღამოს ბათუმის სანაპიროზე.
ვის შეუძლია შემოგვიერთდეს:
ნებისმიერ ადამიანს ვისაც გყავთ სამთო ველოსიპედი, გიყვართ მოგზაურობა და თუ ვუნმეს არაგყავთ შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენთან მაღაზიაში და გახდეთ ჩვენი ველო კლუბის წევრი და იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად 2021-ში. წინ ბევრი გემები გველის თვალყური გვადევნეთ.
ამ ვიდეოში ვეცადე აღმბეჭდა პატარა მომენტები ჩვენი მე-3 დღის მოგზაურობიდან.
#ველოტური #ველო #ველომოგზაურობა #მოგზაურობა #ბათუმი #მტირალასპარკი #მტირალასდაცულიტერიტორია #დაცულიტერიტორია #Mountainbike #mountainbiketour #batumi #mtb #mtbtour #mtbtouringeorgia #mountainbikegeorgia #mountainbikeinGeorgia #mountainbiketouringeorgia #ebiketourgeorgia #ebiketourinGeorgia #gravelbiketourGeorgia #gravelbikegeorgia #gravelbiketourinGeorgia #blacksea #შავიზღვა
----------------------------------------------------------------------------------------------------
Comments