top of page
Featured Posts

ველო მოგზაურობა დასავლეთ საქართველოში დღე 4 / Mountain bike tour in West Georgia Day 4






დასვენების დღე: ვაგრძელებთ ჩვენ ველო მოგზაურობას დასავლეთ საქართველოში 2020 და დღევანდელი ვიდეო გაგრძელებაა ჩვენი ველო მოგზაურობის სადაც შარშან ზაფხულში ვიმოგზაურეთ ერთად მეგობრებმა ჯამში ერთი თვის მანძილზე და ჩვენი ყოველი დღე იწყებოდა თითქმის ყოველთვის ესე როგორც ამ ვიდეოშია. დღევანდელი დილას ვიწყებთ ბათუმიდან, როგორც მოგეხსენებათ წინა დღით ვიმოგზაურეთ კინტრიშის პარკში ველოსიპედებით და საღამოს მეგობრებთან ერთად გავერთეთ სანაპიროზე და დავესწარით დავით გომართელის კონცერტს. https://www.georiders.ge/single-post/mountain-bike-tour-in-georgia-batumi თენგო და მიშა:

დღევანდელ დღეს კი ვაგრძელებთ ისევ მოგზაურობით და მინდა ავღნიშნო რომ გუშინ გვიან ღამით გვესტუმრნენ ბათუში რაჭიდან თენგო და მიშა ლობჟანიძე რომლებიც თბილისიდან ავტოსტოპით მოგზაურობდნენ საქართველოს გარშემო და რომ გაიგეს ჩვენ ბათუმში ვიყავით პირდაპირ გამოეშურნენ ჩვენსკენ.. სარფის სანაპირო: დილით გადაწყვეტილი გვქონდა პირდაპირ გომის მთაზე წავსულიყავით მაგრამ სანამ წავიდოდით ერთხმად ყველამ გადავწყვიტეთ ცოტახნით გვეცურავა ზღვაში და გავემართეთ ზღვის სანაპიროზე სარფში სადაც კარგად რამოდენიმე საათი დავყავით და გავერთეთ ცურვით და წყალქვეშა გადაღებებით. დრო კი ისე სწრაფად მიიწურა რომ უკვე შუადღემ მოგვიწია. დღევანდელი დღე ფაქტიურად გამოგვივიდა დასვენების და გართობის დღედ. ბახმარო: გუშინ გვიან უკვე გადავწყვეტილი გვქონდა რომ დღეს წავიდოდით ბახმაროს გავლით გომის მთაზე და და ბახმაროდან გომის მტამდე 30კმ გავივლიდით ველოთი. რუქაზე მოვხაზეთ სავარაუდო გასავლელი მარშრუტი და ვგეგმავდით რომ ბახმაროში როდესაც ჩავიდოდით იქიდან დავსტარტავდით ველოსიპედებით და უღელტეხილის გავლით გადავიდოდით გომის მთაზე მაგრამ გართობა გართობაში ისე დაგვიგვიანდა რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო ველოსიპედებით სიარული და გზა განვაგრძეთ მანქანით. გიორგი: ამასობაში ბახმაროში ჩამოვითა ჩვენი მეგობარი გიორგი გოზალიშვილი რომელიც წინასწარ მოემზადა ამ ტურისთვის და თბილისიდან თავისი ინიციატივით შემოგვიერთდა ბახმაროში. მოკლედ ვიყავით 5-ნი და გავხდით 6-ნი რამაც უფრო მეტი ხალისი შეძინა ჩვენ მოგზაურობას. გზა ბახმარო - გომის მთის - სუფთა ოფროუდი მოკლედ ამასობაში ისეთ სილამაზეებს გავდიოდით რომ გული გვწყდებოდა რომ ბნელდებოდა და ვერ შევძელით ველოსიპედით ამ ადგილების გავლა. გზაში დაგვაღამდა და ისეთი ნისლი ჩამოწვა რომ გზის მანქანიდან დანახვა შეუძლებელი გახდა, რამოდენიმეჯერ ბიჭები გადმოვიდნენ მანქანიდან და ფეხით მიდიოდნენ მანქანის წინ რომ გზა გაგვეგნო ნისლში. მიუხედავად ამ სირთულეებისა ხასიათი საერთოდ არ გაგვფუჭებია, პირიქით ამ ყველაფერმა უფრო მეტი მხიარულება შეგვმატა და პოზიტიურად განწყობილები და სხვადასხვა სახალისო ამბების ყოლით დაღლილები განვაგრძობდით გზას წინ და მაღლა და მაღლა, ჩვენი ერთადერთი გზის გაგნების საშუალება იყო რუქა სადაც ნისლი ხელს არ გვიშლიდა და ბრმად მივუყვებოდით გზას. გომის მთა: ბოლოს როგორც იქნა ნისლი აიყარა და წინ გადაგვეშალა ულამაზესი ცა კაშკაშა სავსე მთვარით რომელიც მთელ ხეობას ანათებდა და შეგვეძლო ზღვაზ კი დაგვენახა. ჩვენ კი ყველაზე მაღალ წერტილში ვიდექით საიდანაც ვხედავდით ულამაზეს მთის პეიზაჟებს და სიტყვით ვერ გადმოვცემდით მათი სილამაზეს, ამ შუა პაპანაქება ზაფხულში ისეთი სიგრილე იყო გურიის თებში რომ ამ შუა რამით ძვლებში ატანდა სიცივე. ბოლოს დავეშვით დაბლა და ღამის 1 საათი იქნებოდა რომ მივადექით გომის მთას სადაც გავშალეთ კარვები და ღამე გავატარეთ ტკბილად ძილში იის მოლოდინში რომ ხვალინდელ დილას ველოსიპედებით გავემართებოდით გომისმთიდან კინტრიშის პარკის გავლით ქობულეთში. #mountainbike #biking #cycling #georgia #georiders #batumi #Guria #bakhmaro #Sakartvelo #mountainbikeGeorgia #mountainbiketourinGeorgia #ebiketourinGeorgia #ebiketour #gravelbiketour #mtb #mtbtour #mtbtourinGeorgia #mtbtourinBatumi #mountainbikeBatumi #travelinGeorgia #GravelbiketourGeorgia ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- Holiday:

We continuing our cycling trip to West Georgia 2020 and today's video is about our cycling trip where we traveled with friends last summer for a total of one month. As you remember the previous day we traveled by bicycle to Kintrishi national Park and in the evening we had fun on the beach with our friends and attended Davit Gomarteli concerts. https://www.georiders.ge/single-post/mountain-bike-tour-in-georgia-batumi


Tengo and Misha:

Today we continuing our journey again and I would like to mention that late last night Tengo and Misha Lobzhanidze from Racha visited us in Batumi, who were hitchhiking from Tbilisi around Georgia and when they found out that we were in Batumi, they ran straight to us ..


Sarpi Coast:

In the morning we decided to go straight to Gomi Mountain but before we went we all decided to swim in the Sarpi beach and headed to the beach in Sarpi where we spent a few hours well and had fun swimming and underwater shooting. Time was running out so fast that it was already noon. Today was for relaxation and fun.


Bakhmaro:

Late yesterday we had already decided that tomorrow we would go through Bakhmaro to Gomi mountain and we would ride 30 km from Bakhmaro to Gomi mountain. We plotted the approximate route on the map and planned to cycle to Bakhmaro, but when we arrived in Bakhmaro it was so late that physically was impossible to ride our bicycles and we continue our journey by car on very danger road.


Giorgi:

Meanwhile, our friend Giorgi Gozalishvili arrived in Bakhmaro who was preparing for this tour in advance and joined us in Bakhmaro on his own initiative from Tbilisi. In short we were 5 and we became 6 which made us more excited about our trip.


Road Bakhmaro - Gomi Mountain - Clean Offroad

In short, in the meantime, we were going through such beauties that our hearts were pounding that it was getting dark and we could not go through these places by bike. We were on the road at night and the fog fell so much that it was impossible to see the road from the car, several times the boys got out of the car and walked in front of the car to find our way in the fog.

Despite these difficulties, our character did not spoil us at all, on the contrary, all this made us more happy and we continued our way forward and up and up, we get tired of various funny stories.


Gomi Mountain:

At last the fog rose and the beautiful sky filled us with a dazzling full moon that illuminated the whole valley and we could even see the Black Sea. We were standing at the highest point from where we could see the beautiful mountain landscapes and we could not convey their beauty in words.

Finally we went down and it was 1 o'clock at night to reach Gomi Mountain where we pitched our tents and spent the night in a sweet sleep in anticipation that tomorrow morning we would mountain biking from Gomi to Kintrishi Park to Kobuleti.

Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts